ავარიისას დაშავებული გოგონა გარდაიცვალა

30 ივნისი 2017, 00:00 13277 ნახვა


ავარიიდან  ათი  დღის  შემდეგ,  ჭავჭავაძის ქუჩაზე  დაშავებული გოგონა, დღეს დილით გარდაიცვალა.  ის  ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში  21 ივნისს შეიყვანეს და ამ დრომდე რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

 მედიკოსების ინფორმაციით, მას ქალა ტვინის ღია, მძიმე ტრავმა და ქალა ფუძის მოტეხილობა აღენიშნებოდა.  ავტოსაგზაო შემთხვევა 21 ივნისს, 21 საათზე მოხდა. 23 წლის გოგონას, რომელიც ჭავჭავაძის ქუჩაზე  გადადიოდა და ქვეითთა გადასასვლელით არ სარგებლობდა,  ავტომობილი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება  გრძელდება.  ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის  კოდექსის  276-ე  მუხლითაა აღძრული.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში