მასტერკლასი მორაგბეებისთვის

29 ივნისი 2017, 00:00 3080 ნახვა

მასტერკლასები მორაგბეებისთვის. საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე და ამჟამად საფრანგეთის გუნდის „ლაროშელის“ შერკინების მწვრთნელი აქვსენტი გიორგაძე მორაგბეებისთვის სამუშაო შეხვედრას ატარებს.

მისი ბათუმში ჩამოსვლის მთავარი მიზანი ბავშვთა რაგბის განვითარება, მწვრთნელების გადამზადება და საფრანგეთსა და საქართველოს სარაგბო ურთიერთობების შემდგომი განვითარებაა. აქვსენტი გიორგაძემ საქართველოს ნაკრებში 14 წელი ითამაშა, 62 ტიტული მოიხვეჭა და 12 ლელო გაიტანა. ითამაშა სამი მსოფლიო ჩემპიონატი და სარაგბო კარიერა  „ტულუზის“ შემადგენლობაში საფრანგეთის ჩემპიონატის მოგებით დაასრულა.  

ამავე კატეგორიაში