საგამოძიებო ჯგუფი აფრიკაში საქმიანობას დღეს შეუდგება

05 ივნისი 2016, 00:00 2321 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით შექმნილი საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საგამოძიებო საქმიანობას დღეიდან შეუდგება. გამგზავრებამდე ჯგუფის წევრებს თავდაცვის მინისტრი შეხვდა და 2014 წლის შემოდგომის მისიის საქმესთან დაკავშირებული საგამოძიებო საკითხების დეტალები კიდევ ერთხელ განიხილა. მოგვიანებით, ჯგუფის წევრები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაერო-ს წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ და ვიდეოკონფერენციის საშუალებით ადგილზე დაგეგმილი საგამოძიებო საქმიანობის გარდა, უსაფრთხოების, ლოგისტიკური უზრუნველყოფის, თარჯიმნის მომსახურებისა და ტრანპორტირების საკითხები განიხილეს. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საგამოძიებო ჯგუფი თავდაცვის უწყების სამხედრო პოლიციის, გენერალური ინსპექციის, ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის, საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დეპარტამენტების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. ჯგუფის წევრებში არიან საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი და დამოუკიდებელი ექსპერტი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი