მიტოვებული კულტურული ძეგლები

04 ივნისი 2016, 00:00 3978 ნახვა

ქედაში ტურისტული სეზონი რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაიხსნა და  აქ წელს ვიზიტორების გაზრდილ რაოდენობასაც ელოდებიან. თუმცა   შეიძლება ითქვას, რომ წელს  დამსვენებლებს მხოლოდ   ერთი სიახლე დახვდებათ, რომელიც  ტურისტულ მარშუტს უკავშირდება. კონკრეტულად კი,    ნებისმიერი მსურველი ქედიდან  ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გადასვლას შეძლებს, თუმცა გზის ეს მონაკვეთი ჯერ  ისევ  რეაბილიტაციის პროცესშია.  ტურისტები სირთულის გარეშე წელს  ქედაში, ვერც რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელ ნაგებობებს ნახავენ -პრობლემა ამ შემთხევაშიც გზაა.  ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა ქედაში არსებული ისტორიული ნაგებობების ამჟამინდელი მდგომარებით.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი