ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

26 ივნისი 2017, 00:00 3158 ნახვა

დღეს ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართება. შეხვედრის მონაწილეები საქართველოში წლების განმავლობაში მოქმედი ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო მხარეზე იმსჯელებენ. ასევე ევროკავშირის წევრი  ქვეყნების გამოცდილებას  გაეცნობიან.


შეხვედრას სხვადასხვა უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. მრგვალი მაგიდა გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

 გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ, 26 ივნისი 1987 წელს გამოაცხადა.

 

ამავე კატეგორიაში