დიდი ბრიტანეთის დედოფალს პოლიციაში უჩივლეს

23 ივნისი 2017, 00:00 2535 ნახვა

დიდი ბრიტანეთის დედოფლის წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარი შევიდა.  მონარქს კანონდარღვევაში ადანაშაულებენ. ორი დღის წინ  ელისაბედ II პარლამენტის წინაშე წარსდგა.

ბუკინგემის სასახლიდან პარლამენტში მგზავრობისას დედოფალი საგზაო უსაფრთხოების წესებს არ დაემარჩილა, მას ღვედი არ ეკეთა. იორკშირის პოლიციის განყოფილებამ დედოფლის სახელზე შესული საჩივარი, რომელსაც თანდართული ჰქონდა ფოტოსურათები, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ამავე კატეგორიაში