ტურიზმის განვითარების სკოლის ანგარიში

23 ივნისი 2017, 00:00 2835 ნახვა

ტურიზმის დეპარტამენტში ,,ტურიზმის განვითარების სკოლის" ექვსი თვის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში აჭარაში, ტურიზმის სფეროში დასაქმებული 307 ადამიანი გადამზადდა. ბათუმის ტურის მიმართულებით კი წელს პირველად, 16 გიდი გადაამზადეს. დღესვე ,,ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები"-ს მონაწილეებს სერთიპიკატები გადაეცათ. პროექტი ,,ტურიზმის განვითარების სკოლა" წელს დაიწყო. მისი მიზანი რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა

ამავე კატეგორიაში