უმაღლეს საბჭოში

23 ივნისი 2017, 00:00 2436 ნახვა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" რიგგარეშე სესია პროტესტის ნიშნად დატოვა. დეპუტატები 2017 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატან ცვლილებას განიხილავენ და ფინანსთა მინისტრს უსმენენ. ''ნაციონალურ მოძრაობაში'' აცხადებენ, რომ უმაღლესმა საბჭომ, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები შემჭიდროვებულ ვადებში ერთ დღეში, კომისიების გაფართოებულ სხდომაზე განიხილა. 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში 28 მილიონი ლარით იზრდება. თანხა ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდება. “ნაციონალურ მოძრაობაში” განმარტავენ, რომ ეს ცვლილება წინასაარჩევნო პერიოდზეა მორგებული და საზოგადოების მოტხოვნებს ვერ პასუხობს.
მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში