''ნაციონალური მოძრაობა'' კონსტიტუციის პროექტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს

21 ივნისი 2017, 00:00 2896 ნახვა

''კონსტიტუციაში არ წერია, რომ პრეზიდენტს შეიძლება ერთი წლით გაუხანგრძლივდეს არსებობა, თუმცა ამასაც აპირბენ. გვაქვს აბსურდულ ვითარებასთან საქმე. საერთოდ გაუგებარია რას აპირებენ. იყო ერთი კონსტიტუცია ერთი კვირის წინ, შემოგვაპარეს მეორე. ზუსტად ხანუმას კომედიაა, პატარძალს რომ შეგიცვლიან ქორწილის ღამეს. კონსტიტუცია შეგვიცვალეს ხალხო“ - აცხადებს რომან გოცირიძე და საკონსტიტუციო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ბოიკოტი გამოუცხადეს.

''ნაციონალური მოძრაობა'' კონსტიტუციის პროექტის განხილვაში მონაწილეობას არ იიღებს. ბოიკოტის რეჟიმი რიგგარეშე სხდომების ფორმატში გაგრძელდება. რომან გოცირიძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ გაუგებარია რატომ უნდა იმსჯელონ საკითხზე დაჩქარებულად მაშინ, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების  ნაწილი 8 წლის შემდეგ ამოქმედდება.

ამავე კატეგორიაში