ქობულეთის საკრებულოს სხდომა

20 ივნისი 2017, 00:00 2147 ნახვა

ქობულეთის საკრებულო აჭარის მთავრობის მუნიციპალიტეტის პროექტების ფონდიდან თანხას ითხოვს. თვითმმართველობას 159 ათას 700 ლარი მდინარე კინტრიშის კალაპოტის გასასწორებლად სჭირდება.

მმართველი გუნდის განცხადებით, წყლის სათავე ნაგებობასთან კალაპოტი გარღვეულია, რაც მათივე ინფორმაციით,  ორ ჭაბურღილს საფრთხეს უქმნის.  ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ  მდინარიდან ნატანის ამოღება სხვა პრობლემებს გამოიწვევს. გამგებლის მოადგილე ირწმუნება, რომ  საკითხი გარემოს დაცვის სამმართველოს სპეციალისტებმა უკვე შეისწავლეს. დღესვე სხდომაზე სეზონური იჯარების გაცემის საკითხი განიხილეს.  42 განცხადებიდან 4 -ს უარი ეთქვა. 

ამავე კატეგორიაში