''მზიურის'' გასხვისება - ბრალდებები და არგუმენტები

19 ივნისი 2017, 00:00 3804 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობა'' მახინჯაურში საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებთ აჭარის მთავრობას გარიგებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის მტკიცებით, ყოფილი ''მზიურის'' ტერიტორიის გასხვისება კორუფციული სქემით მოხდა. მირდატ ქამადაძე ირწმუნება, რომ ''მზიური'' 2016 წლის სექტემბერში კერძო კომპანიას პირდაპირი მიყიდვის წესით იაფად გადაეცა, ახლა კი მის გაყიდვას მაღალ ფასად გეგმავს. 


აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შესაძლო კორუფციულ გარიგებას გამორიცხავენ და განმარტავენ, რომ კომპანიასთან დაახლოებით 4 მილიონი ლარის საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა, რაც შეეხება გადაწყვეტილებას ტერიტორიის ხელახალი გასხვისების საკითხთან დაკავშირებოით, სამისნიტროს იურისტი განმარტავს, რომ განცხადება მართლაც მიიღეს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში