ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა

16 ივნისი 2017, 00:00 2873 ნახვა

ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა გრძელდება. ტერიტორიაზე ამჟამად სტაციონალური სარწყავი სისტემებით მოედნების მოწყობა მიმდინარეობს. ხორციელდება ბორდიურების, მოსაპირკეთებელი ფილებისა და ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები. მოეწყობა 1 ბუნებრივსაფარიანი და 1 ხელოვნურ საფარიანი მოედანი.

გათვალისწინებულია მოედნების განათება ორი - სავარჯიშო და სათამაშო რეჟიმით. პროექტის ფარგლებში აშენებულია 3 სართულიანი შენობა.  

ობიექტი შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება. მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. სამუშაო პროცესს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო. 

ამავე კატეგორიაში