შეკვეთილში ტურისტული სეზონი გაიხსნა

16 ივნისი 2017, 00:00 3653 ნახვა

შეკვეთილში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. მინიატურების პარკში, რომელიც გასული წლის აგვისტოში გაიხსნა წარმოდგენილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ღირსშესანიშნაობები. ახალ სეზონზე 8 მინიატურა დაემატა.

გასართობი პარკი “ციცინათელა” კი სეზონს განახლებული ატრაქციონებით შეხვდა. გახსნის დღესთან დაკავშირებით ორივე პარკის გასართობებით სარგებლობა  სტუმრებს უფასოდ შეეძლოთ. ორივე პარკი  გაშენებულია ფონდ „ქართუს„ მიერ და გადაცემულია სახელმწიფოსთვის 100 %-იან საკუთრებაში.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში