მოწმე გამომძიებლების დაკითხვა და  დაკავებულების ახლობლების პროტესტი  

15 ივნისი 2017, 00:00 2456 ნახვა

გრძელდება ბათუმის აქციის საქმეზე მოწმეების დაკითხვა. დღეს მოსამართლემ 9 ბრალდებულთან დაკავშირებით პოლიციელებს მოუსმინა. ამასთან, წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების ოჯახის წევრები და ადვოკატები პროკურორს შეხვდნენ. ისინი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ, მათი თქმით კი პროკურორი საპროცესო გარიგებას მხოლოდ 2 წლიანი პატიმრობის და 3 წლიანი პირობითი მსჯავრის შემთხვევაში თანხმდება. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში