ქობულეთში სახურავების გადახურვას ელოდებიან

14 ივნისი 2017, 00:00 1927 ნახვა

ქობულეთის გამგეობას სარეზერვო ფონდში საკმარისი თანხა აღარ აქვს - მუნიციპალიტეტში გვითხრეს, რომ სწორედ ეს არის  მიზეზი რის გამოც ქარის შედეგად დაზიანებული სახურავებისთვის საკომპენსაციო თანხას ვეღარ რიცხავენ. გამგეობა 40 სახლისთვის, საიდანაც 37 კერძოა, თანხას ბიუჯეტში ცვლილების განხორციელებისას გაითვალისწინებს. მანამდე კი ოჯახებს, საკუთარი ძალებით მოუწევთ სახლების წვიმისგან დაცვა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამგეობას იანვარში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების შესაკეთებლად გამოყოფილი თანხების უმეტესი ნაწილი უკვე გაცემული აქვს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი