ვიზიტი ასტანაში

13 ივნისი 2017, 00:00 1982 ნახვა

ასტანაში გამართული საერთაშორისო ფორუმი “AშთANA EXPO-2017“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეაჯამა. ზურაბ პატარაძემ ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიებებში საქართველოს და კონკრეტულად აჭარის ჩართულობა რეგიონის ცნობადობას გაზრდის და ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.

ვზიიტის ფარგლებში რეგიონის პირველი პირი ყაზახეთის პრემიერ მინისტრს და გამოფენაში მონაწილე სხვადასხვა მსხვილი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში აჭარას სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებული 25 კომპანიის წარმომადგენელი ეწვევა. ინფორმაცია და ვიდეო-მასალა აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა. ფორუმის მუშაობაში საქართველოს პრეზიდენტი ჩაერთო. გიორგი მარგველაშვილი ყაზახეთში დღეს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, მას ყაზახმა კოლეგამ უმასპინძლა. 

ამავე კატეგორიაში