ადვოკატი: ''სახელმწიფო ელექტროსისტემა'' კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეიჭრა

13 ივნისი 2017, 00:00 4240 ნახვა

ხელვაჩაურში, სოფელ ხერთვისში მოსახლეობა, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების, მათ კერძო საკუთრებაშ გაყვანას აპროტესტებს. ისინი „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლებს, მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ. ისინი, სამუშაოებზე ნებართვის დოკუმენტის წარმოდგენას ითხოვენ. ადგილზე გამოძახებულია პოლიცია.

ადგილზე იმყოფებიან, კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც კომენტარს არ აკეთებენ. ადვოკატ რეზო შავაძის განცხადებით, კერძო საკუთრების უფლება, 4 ოჯახთან მიმართებაში ირღვევა. 

''4 ოჯახის კერძო საკუთრებაში უნდა გაიაროს მაღალი ძაბვის ხაზებმა. შესაბამისად, „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ არ აქვს უფლება, სასამართლოს ან სხვა ლეგალური გადაწყვეტილების გარეშე, იმუშაოს ამ ოჯახების საკუთრებაში. სამწუხაროდ, ასეთი დოკუმენტი კომპანიას არ წარმოუდგენია.  ჩვენ მივმართეთ პოლიციას, რათა აღეკვეთა უკანონო შეჭრა, კერძო საკუთრებაში. პოლიცია დაგვპირდა, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ექნება, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ პირობა არ შეასრულეს“,-აცხადებს ადვოკატი. 

შავაძის ინფორმაციით, მაღალი ძაბვის ხაზების გაყვანისას, გაიჩეხა მოსახლეობის კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე, ათწლოვანი ნარგავები, მათ შორის წითელ წიგნში შეტანილი სახეობები. 
„ამ ფაქტთან დაკავშირებით, მივმართეთ პროკურატურასა და პოლიციას“,-აცხადებს რეზო შავაძე.
„სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ კომენტარი, ცენტრალურ ოფისში გაკეთდება, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ამავე კატეგორიაში