შსს მინისტრის თათბირი პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან

12 ივნისი 2017, 00:00 2455 ნახვა

„შინაგან საქმეთა მინისტრმა, პოლიციის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა და ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს კონკრეტული დავალებები მისცა“,-ინფორმაციას ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, გიორგი მღებრიშვილმა თათბირზე, დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად, მიმდინარე წლის იანვარ-მაისის სტატისტიკა და ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პოლიციის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული საქმიანობა განიხილა.

შეხვედრას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების დირექტორები ესწრებოდნენ.

ამავე კატეგორიაში