გზის მოასფალტება ალამბარში

03 ივნისი 2016, 00:00 4799 ნახვა

ალამბარი სოფელ ქობულეთის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოების ღირებულება 471 ათას 27 ლარია და ივლისის ბოლომდე უნდა დასრულდეს. გზა ერთმანეთთან რამდენიმე სოფელს აკავშირებს. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქობულეთში გზების მოასფალტება 7 მიმართულებითაა დარჩენილი. რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში წელს 87 კილომეტრი გზის მოასფალტდება, მომავალ წელს კი კიდევ 117 კილომენტრი. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში