სასამართლო  სასტუმრო ''არმაზის'' საქმეზე

08 ივნისი 2017, 00:00 2998 ნახვა

ურთიერთშელაპარაკების ფონზე მიმდინარეობდა სასტუმრო "არმაზის" საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი. სასტუმროს მეპატრონის დედის თქმით, მისი შვილის  თვითმკვლელობის ფაქტი, სასამართლოს მიერ მიღებული მცდარი გადაწყვეტილება გახდა. ოჯახი ექსპერტების დასკვნას უნდობლობას უცხადებს. პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები. მხარეებმა ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრეს.

ადვოკატ პაატა შავაძის თქმით, სასტუმროს მეპატრონისთვის, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა არ უნდა შეეფარდებინათ. სასამართლო პროცესი 15 ივნისისთვის გადაიდო. შეგახსენებთ, ორი წლის წინ, ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა.

დაღუპულები რუსთავის ცეკვის ერთ-ერთი ანსამბლის წევრები იყვნენ. 29 მაისს კი  სასტუმროს მეპატრონე ზაზა ართმელაძე გარდაცვლილი იპოვეს.

ამავე კატეგორიაში