ენმ წევრების სასამართლო პროცესი

07 ივნისი 2017, 00:00 3206 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების ელგუჯა ბაგრატიონისა და რევაზ ხარაზის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ უკვე მოისმინა მხარეების პოზიცია, სამართალდამცველებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ ელგუჯა ბაგრატიონი და რევაზ ხარაზი არ დაემორჩილნენ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას და ისინი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

ნაციონალური მოძრაობის წევრები კი აცხადებენ, რომ ისინი კომპანიისგან რომელიც ჩაქვში ხის გადატანის სამუშაოებს აწარმოებს დამადასტურებელი სანებართვო დოკუმენტაციას ითხოვდნენ, რაც მათივე განცხადებით ვერ მიიღეს.

ამავე კატეგორიაში