ჟურნალისტების პროტესტი - პერფომანსი

06 ივნისი 2017, 00:00 2896 ნახვა

პოლიეთილენის პარკები თავზე და პოსტერები წარწერით – არ შეგრჩებათ! თავისუფლება მუხთარლის! ჟურნალისტებმა პროტესტის ამ ფორმით ყურადღების მიქცევა კიდევ ერთხელ სცადეს. პერფორმანსი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მოაწყვეს, რასაც პარლამენტარებს შორის შელაპარაკება მოჰყვა. აზრებაიჯანელი ჟურნალისტის ”გაუჩინარების” საქმის ობიექტური და სწრაფი გამოძიების მოთხოვნით ჟურნალისტებმა ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს. მათი პოზიციის მოსმენით საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან განსხვავებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ინტერესდებიან. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში