უბედური შემთხვევა ახალსოფელში

03 ივნისი 2017, 00:00 16957 ნახვა

უბედური შემთხვევა ახალსოფელში. ვულკანიზაციაში, ჰაერით დატუმბვის დროს საბურავი გასკდა, შედეგად 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მედიკოსების განცხადებით, შემთხვევის შედეგად  მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი ლევან სამხარაულის  სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.   შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება 240-ე მუხლითაა დაწყებულია,  რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას  ითვალისწინებს. 

ამავე კატეგორიაში