არამწეველი და მწეველი მსჯავრდებულები ცალ-ცალკე საკნებში განთავსდებიან

02 ივნისი 2017, 00:00 2373 ნახვა

დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში არამწეველი და თამბაქოს მომხმარებელი მსჯავრდებულები ცალ-ცალკე საკნებში განთავსდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნულს, მინისტრის ბრძანებით, პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომლებიც უკვე ძალაშია. ცვლილებების მიზანი თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან თავის არიდებაა.

ამავე კატეგორიაში