საკონსტიტუციო სარჩელი

02 ივნისი 2017, 00:00 1905 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს, მიიღოს თუ არა არსებითად განსახილველად მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ მოქალაქეების - გიგი შანიძის და კონსტანტინე კირვალიძის კონსტიტუციური სარჩელი.

მოსარჩეელეები, “თეთრი ხმაურის მოძრაობა” და “გირჩი” მარიხუანას განმეორებით მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი სასჯელების კონსტიტუციურობას, კონსტიტუციის რამდენიმე მუხლთან მიმართებით, ასაჩივრებენ. მათი მტკიცებით, საკუთარი ჯანმრთელობისთვის შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილება არ შეიძლება განიხილებოდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნის ნაწილად და ამის მიღწევა არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით არამედ სხვა რეგულაციებითაცაა შესაძლებელი.

გასაჩივრებულია 273-ე მუხლის ის შინაარსი, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარებისთვის მოქალაქეს პატიმრობა აღარ შეეფარდება, თუმცა ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე ემუქრება. “გირჩის” წარმომადგენელმა განმწესრიგებელ სხდომაზე, სპეციალისტის სტატუსით, კონსტიიტუციალისტის დავით ზედელაშვილის მოწვევაზე დააყენა შუამდგომლობა, რაზეც, ისევე როგორც საქმის არსებითად განხილვაში მიღებაზე, სასამართლოს პირველი კოლეგია მხარეებს გადაწყვეტილებას მოგვიანებით შეატყობინებს. 

ამავე კატეგორიაში