თვითმმართველობის არჩევნებზე ''თავისუფალი დემოკრატები'' და ''რესპუბლიკური პარტია'' ერთიანი ბლოკით წარსდგებიან.

30 მაისი 2017, 00:00 2194 ნახვა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე “თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკური პარტია“  ერთიანი ბლოკით წარსდგებიან.  

პარტიის ლიდერებმა შალვა შავგულიძემ და ხათუნა სამნიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მათი გაერთიანების საფუძველი პროდასავლური კურსი და  იდეოლოგიური თანხვედრაა. მათივე თქმით, ორივე პარტიას თანამშრომლობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. “თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკური პარტია“  საზოგადოებას  სთავაზობენ ბლოკს, როგორც  თავისუფალ სივრცეს.

პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ აქტიურ მოქალაქეებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მათთან ერთად შეეძლებათ. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი