საინვესტიციო პროექტები

28 მაისი 2017, 00:00 3136 ნახვა

აჭარის მთავრობა გმირთა ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე  მიწის სამ ნაკვეთზე აუქციონს აცხადებს. საინვესტიციო პროექტები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უკვე მოამზადა.

რეგიონის ხელისუფლება ხეივანთან ახლოს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სასტუმროების მშენებლობას გეგმავს. ერთ-ერთი საინვესტიციო წინადადება ტერიტორიაზე პარკინგის მოწყობას გულისხმობს. სამი პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 80 მილიონი ლარია. მიწის ნაკვეთებზე აუქციონის გამოცხადებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს მომავალში გეგმავს. ​

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში