მუსლიმი მრევლი ღია ცის ქვეშ ილოცებს

26 მაისი 2017, 00:00 2293 ნახვა

იმის მიუხედავად, რომ ბათუმის მერიამ,  მუსლიმ მრევლს ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე უარი უთხრა, დღეს გენერალ აბაშიძის ქუჩაზე მრევლი მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, პარასკევის ლოცვას გეგმავს.

დღესვე აღნიშნული ტერიტორიის ოფიციალური გახსნაც იგემება. რომლზეც მიწვეულები არიან რეგიონისა და ქალაქის პირველი პირები. აქ დილიდან მიმდინარეობს სამუშაოები, ხის კონსტურქციაზე დაახლოებით 200 მორწმუნე ილოცებს. ლოცვას მაღალი სასულიერო პირებიც დაესწრებიან.

დღევანდელ ლოცვას შესაძლოა ვერ დაესწროს სრულიად საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე, მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში