დეკანოზის ადვოკატები სასამართლო პროცესებს ისევ დაესწრებიან

24 მაისი 2017, 00:00 1498 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებებს სასამართლოში კვლავ გიორგი ფანცულაია და მიხეილ რამიშვილი დაიცავენ.  ადვოკატების ინფორმაციით სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო თბილისის საქალაქო სასამართლოს განკარგულება, რის მიხედვითაც  მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ადვოკატები დარბაზიდან გააძევა.

ბოლო სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ განხილვები არ იქნება საჯარო, რასაც დეკანოზის პროტესტი მოჰყვა, ბარლდებულმა სხდომათა დარბაზი დატოვა და იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდა ადვოკატებს.  მოგვიანებით სასამართლომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსამართლის უპატივცემულობის გამო ადვოკატები სხდომათა დარბაზიდან გააძევეს, რის შემდეგაც ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს.

განკარგულება გასაჩივრებული აქვს დეკანოზის კიდევ ერთ ადვოკატს მაია ზოიძეს.

ამავე კატეგორიაში