დღეს ქართული რადიოს დღეა

23 მაისი 2017, 00:00 1971 ნახვა

დღეს  ქართული  რადიოს  დღეა.  პირველი საცდელი გადაცემა ეთერში 1925 წლის  23 მაისს გავიდა. დღეს ასევე  იუბილარია აჭარის  რადიო.  პირველი ინფორმაცია აჭარის რადიოს ეთერში 87 წლის  წინ, 1930  წლის  მაისში  გავიდა.  თავდაპირველად, მოსახლეობას მაუწყებლობა საქალაქო კვანძის მეშვეობით მიეწოდებოდა. მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან აჭარაში მოკლე ტალღებზე გადამცემი რადიოსადგური, 1968 წლიდან კი საშუალოტალღოვანი სადგური ამოქმედდა. 1998 წლიდან აჭარის რადიოს მაუწყებლობის დრო 8 საათამდე გაიზარდა, დაემატა ახალი გადაცემები და რუბრიკები. 2001 წლიდან ჩვენს რადიოს თანამგზავრული კავშირის მეშვეობით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უსმენენ. მაუწყებლობა ტალღაზე  104,5 - 24 საათიანია

ამავე კატეგორიაში