ყველის საწარმო ხულოში

31 მაისი 2016, 00:00 5804 ნახვა

აჭარის რეგიონში პირველად სოფელ დიოკნისში ყველის საწარმო ,,ნატურალური პროდუქცია" გაიხსნა. საწარმოს პროექტი მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია “მერსი ქორფსი”, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს. საწარმოს გახსნას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, მუნიციპალიტეტების გამგეობების, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში