50 პირი სასამართლოსგან მიწის დაბრუნებას ელოდება

22 მაისი 2017, 00:00 2105 ნახვა

6 ივნისს გახდება ცნობილი, გააუქმებს თუ არა ბათუმის საქალაქო სასამართლო, ბათუმის მერიის საკუთრების აღიარების კომისიის მიერ გამოცემულ აქტს.

საქმე ეხება გონიოს მიწებთან დაკავშირებით გასულ წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რის მიხედვითაც მიწა ნაწილს დაუკანონდა, ნაწილს კი უარი უთხრეს.

სასამართლომ გონიოში მცხოვრები 50 მოქალაქის ადმინისტრაციული სარჩელის განხილვა დღეს დაასრულა. სადაო მიწები 270 მოქალაქეს, 2007 წელს საკუთრებაში გადასცეს, 2 წელიწადში კი ჩამოართვეს. 

ამავე კატეგორიაში