122 მილიონი დოლარით დაჯარიმებული FACEBOOK

21 მაისი 2017, 00:00 3427 ნახვა

ევროკომისიამ მსოფლიოში უმსხვილეს სოციალურ ქსელს, ფეისბუქს 122 მილიონი დოლარის  ოდენობის ჯარიმა დააკისრა. აღნიშნულის მიზეზად ვოთსაფის შეძენასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება სახელდება.

ევროკომისარი მარგარეტ ფაშტაგერის განცხადებით, კომპანიები ევროკავშირის წესებს უნდა დაემორჩილონ. 2014 წელს ფეისბუქ-მა  ვოთსაფი 19 მილიარდ დოლარად შეიძინა. გამოძიება ევროკომისიამ ორი სხვადასხვა დარღვევის გამო დაიწყო. ერთი ეხებოდა ვოთსაფის შერწყმასთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გაცემას, ხოლო მეორე კომისიის მოთხოვნაზე გაცემულ არასწორ ინფორმაციას.

აღსანიშნავია, რომ ჯარიმის მოცულობა, ფეისბუქის-ის მასშტაბის კომპანიისთვის განსაკუთრებული არ არის, რადგან მისი შემოსავალი 2016 წელს 27.6 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2017 წლის პირველ კვარტალში - 8 მილიარდს გადააჭარბა. ინფორმაციას სააგენტო “კომერსანტი” ავრცელებს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში