საგზაო უსაფრთხოება

20 მაისი 2017, 00:00 2603 ნახვა

​საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში  სტრიტ-არტის სტილით გვირაბები მოიხატა. მხატვარმა ლუკა ჯაფარიძემ და შსს-ს სპორტული კლუბის “მია-ფორსის”  ავტომრბოლელმა დათა ქაჯაიამ გვირაბების კედლებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ლოგო - საგზაო ნიშნებით დაფარული გული და სლოგანი დახატეს.

კვირეულის განმავლობაში, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, კიდევ რამდენიმე კედელი მოიხატება. აქციის მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ამავე კატეგორიაში