მამალაძის პროცესი შეწყდა

19 მაისი 2017, 00:00 2559 ნახვა

 არ არის გამორიცხული  სამომავლოდ დეკანოზის ინტერესები სახაზინო  ადვოკატმა დაიცვას -  ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა განუცხადა.

"მათ საპროცესო კანონის დარღვევით არ მიიღეს პროცედურებში მონაწილეობა, მოსამართლემ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება და გააძევა ისინი დარბაზიდან. კანონი ითვალისწინებს სახაზინო ადვოკატის დანიშვნასაც  და თუ კერძო ადვოკატები არ გააგრძელებენ პროცესებში მონაწილეობას, ბრალდებული მაინც ვერ დააღწევს თავს მართლმსაჯულებას, რადგან დაინიშნება სახაზინო ადვოკატი" - განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა. 

დეკანოზის ადვოკატების განცხადებით, მათ ამ ეტაპზე არ აქვთ ინფორმაცია, მიიღებენ თუ არა თავად შემდეგ პროცესებში მონაწილეობას, რადგან  ამ  საკითხზე ჯერ დეკანოზის პოზიციას არ იცნობენ.  "შემდეგ პროცესებში მივიღებთ თუ არა მონაწილეობას ეს მამა გიორგიმ უნდა გადაწყვიტოს. თუ უარს იტყვის დაცვაზე ჩვენ ბუნებრივია ვერაფერს ვაიძულებთ".  

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში