ბათუმში დასაქმების მეხუთე ფორუმი დასრულდა

19 მაისი 2017, 00:00 3637 ნახვა

ბათუმში დასაქმების მეხუთე ფორუმი დასრულდა. საბანკო, სადაზღვევო, სატელეკომუნიკაციო, ფარმაცევტულ და სავაჭრო სფეროში მომუშავე 17-მა კომპანიამ სტუდენტებს ღია  ვაკანსიები შესთავაზა. ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ, საკუთარი შესაძლებლობები უშუალოდ დამსაქმებლების წინაშე წარედგინათ.  

ფორუმის ორგანიზატორები,  ''დასაქმების სააგენტო ეიჩარის'' წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ერთი ფორუმის შემდეგ, წლის განმავლობაში, მუშაობას 400 სტუდენტი იწყებს.  დასაქმების მსურველი სტუდენტები ამბობენ, რომ რეგიონში  პრობლემა მწვავედ დგას, მსგავსი შეხვედრები კი მათ დასაქმებას ხელს შეუწყობს.

ამავე კატეგორიაში