ბათუმში შავი ზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

18 მაისი 2017, 00:00 4328 ნახვა

ბათუმში შავი ზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. შეხვედრაზე ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკის საკითხებს განიხილავენ.

საქართველოში 300-მდე დელეგატი იმყოფება. ისინი საზღვაო ტრანსპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და სიახლეებზე ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდება და პრეზენტაციას 30 სპიკერი წარადგენს. შეხვედრის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მიესალმა. გაიმართა გამოფენაც, სადაც 40-მდე კომპანიამ საკუთარი პროდუქცია წარადგინა.  

შავი ზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორი საერთაშორისო საკონტეინერო სატერმინალო სერვისების კორპორაცია და ბათუმის საზღვაო ნავსადგურია. 

ამავე კატეგორიაში