უჩა ნანუაშვილი: მეჩეთთან დაკავშირებით, ბათუმის მერიის გადაწყვეტილებას ვსწავლობთ.

18 მაისი 2017, 00:00 2527 ნახვა

სახალხო დამცველი ბათუმის მეჩეთის მშენებლობაზე, მერიის მიერ უარის თქმის საფუძვლებს სწავლობს - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უჩა ნანუაშვილმა  განუცხადა. 

ომბუდსმენის განცხადებით, ამ ეტაპზე შეფასების გაკეთება გაუჭირდება. "მეჩეთთან დაკავშირებით, ბათუმის მერიის გადაწყვეტილებას ვსწავლობთ. ზოგადად, სახელმწიფო არის ვალდებული ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს იმისთვის, რომ აღმსარებლობის თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი." - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

კითხვაზე გამოვლინდა თუ არა დისკრიმინაციის ფაქტი, ომბუდსმენი არ გამორიცხავს, თუმცა გადაჭრით ამ ეტაპზე არაფერს ამბობს: "მე არ გამოვრიცხავ არაფერს, დაწყებული გვაქვს შესწავლა, წინასწარ გამიჭირდება რაიმეს თქმა".

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში