მასწავლებლების ბიულეტენის გაცემის წესი

17 მაისი 2017, 00:00 2791 ნახვა

ორი სამინისტროს ორი ბრძანება და პედაგოგებზე ხელფასის გაცემის წესი. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, პედაგოგებს, ბიულეტენით გათვალისწინებული დღეები უნდა აუნაზღაურდეთ, თუმცა მხოლოდ თანამდებობრივი სარგოს მიხედვით.

განათლების მინისტრის ბრძანებით კი, თანამდებობრივი სარგო მხოლოდ საათობრივი ანაზღაურებაა, ყველა დანარჩენი კი დანამატია. მასწავლებელს დანამატი ეძლევა, მაგალითად იმისთვის რომ კლასის ხელმძღანელი, ან სერტიფიცირებული პედაგოგია. ამ ორი ბრძანების მიხედვით კი ბიულეტენით სარგებლობისას, მხოლოდ საათობრივ ანაზღაურებას იღებს. რაც გაცილებით ცოტაა, ვიდრე მისი ყოველთვიური ჯამური ხელფასი.

საპარლამენტო ოპოზიცია ბუნდოვან კანონმდებლობაზე საუბრობს და ინიციატივას ამზადებს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში