Aerosmith-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის ბათუმიდან დამატებითი მატარებელი დაინიშნა

17 მაისი 2017, 00:00 3416 ნახვა

"ბელქ სი არენაზე" ჯგუფ  Aerosmith-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან და ბათუმიდან დამატებითი მატარებლები დაინიშნა.

„საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  20 მაისს ბათუმიდან ქობულეთის გავლით, ურეკში რამდენიმე რეისი შესრულდება.

პირველი მატარებელი ბათუმიდან გავა 16:00 წუთზე, ქობულეთში გაჩერდება 16:18 საათზე და ურეკში საღამოს 5 საათზე იქნება.

მეორე მატარებელი ბათუმიდან 18:10 წუთზე გავა, ქობულეთის სადგურში 18;30 წუთზე შევა და ურეკში საღამოს 7 საათისთვის იქნება. 

"საქართველოს რკინიგზა" Aerosmith-ის კონცერტზე დასწრების მსურველებს მესამე რეისაც სთავაზობს, რომელიც ბათუმიდან გავა 21:30, ქობულეთში 10 საათზე ჩავა, ღამის 11 ნახევარზე კი ურეკში იქნება. 

ამავე კატეგორიაში