კვარიათში მეწყერის შედეგების აღდგენითი სამუშაოების გაგარძელებას ითხოვენ

16 მაისი 2017, 00:00 3358 ნახვა

კვარიათში, იაონე ლაზის მეორე ჩიხში, 4 სექტემბერს ჩამოწოლილმა მეწყერმა გზის სავალი ნაწილი ჩახერგა, როგორც ადგილობრივები ამბობენ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია.

ამბობენ, რომ თვეებია გზას ვერ იყენებენ და მხოლოდ ფეხით უწევთ გადაადგილება. მათივე თქმით, მეწყერის მეორედ ჩამოწოლის საფრთხე არსებობს, ამიტომ სამუშაოების გაგრძელებას ითხოვენ.

ამ დროისთვის, კედლის ნაწილის ფერდსამაგრი გაკეთებულია, თუმცა ჩამოწოლი მასა ისევ ეზოშია. ბათუმის მერიაში ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

კვარიათში, ნაციონალური მოძრაობის წევრები ელგუჯა ბაგრატიონი და გია აბულაძე იმყოფებოდნენ.

მერიაში აცხადებენ, რომ იოანე ლაზის მეორე ჩიხში რელიეფიდან გამომდინარე, ასევე  მოცულობითი სამუშაოების გამო, პროცესი გაჭიანურდა. თვითმმართველობის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში სტიქიის შედეგად ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოებს შპს უნივერსალი, ისევ განაახლებს. მათივე ინფორმაციით სამუშაოების 80 პროცენტი შესრულებულია. 

ამავე კატეგორიაში