გარემოს დაცვის ინსპექცია მეწარმეებს უჩივის

15 მაისი 2017, 00:00 2925 ნახვა

რატომ არ წარადგენენ კერძო კომპანიები ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის აღრიცხვის შესახებ მონაცემებს დროულად? ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გარემოს დაცვის ინსპექცია იმ მეწარმეების დაჯარიმების ითხოვს, ვინც მათ ჰაერის დაბინძურების შესახებ წლიური ანგარიში არ მიაწოდეს. აჭარაში მოქმედი 600-მდე საწარმოდან უწყებას ანგარიში ნახევარმა არ წარუდგინა.

გარემოს დაცვის სამმართველოში აცხადებენ, რომ წელს დარღვევების სიმრავლე ელექტრონული სისტემის შემოღებამ გამოიწვია, რის გამოც. ბევრმა მეწარმემ დოკუმენტის წარდგენა ვერ შეძლო, ან დააგვიანა.  

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში