საქართველოში ჩინური ბანკი გაიხსნება

14 მაისი 2017, 00:00 2503 ნახვა

საქართველოში 1 მილიარდი დოლარის კაპიტალის მქონე ჩინური ბანკი გაიხსნება. დეკლარაციას საქართველოს მხრიდან ხელი პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერა. შეთანხმება ჩინეთის დედაქალაქში საერთაშორისო ფორუმზე გაფორმდა. საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართვა უკვე გაეგზავნა იმისათვის, რომ დაიწყოს შესაბამისი განხილვების ოფიციალური პროცედურები. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

ამავე კატეგორიაში