გიდების გადამზადება გრძელდება

14 მაისი 2017, 00:00 2313 ნახვა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში დამწყები გიდების გადამზადება მიმდინარეობს. სემინარისთვის შერჩეული 60 მონაწილე, მაღალმთიანი აჭარის 4 მარშრუტზე  გადანაწილდება. კურსის მონაწილეები თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ სწავლებასაც გაივლიან. პროფესიონალი გიდები მათ კონკრეტულ რეკომენდაციებს მისცემენ და  გამოცდილებასაც გაუზიარებენ. სემინარის მიზანი რეგიონში დასაქმებული გიდების პროფესიული განვითარებაა.

ამავე კატეგორიაში