უქმე დღეებში მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი

12 მაისი 2017, 00:00 4684 ნახვა

სინოპტიკოსები დღეიდან, ორი დღის განმავლობაში, მზიან და თბილ ამინდს პროგნოზირებენ. დღეის ჩათვლით, უქმე დღეებში, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი. 

კვირას, 14 მაისს კი, დღის მეორე ნახევრიდან, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და ქარი.

ხვალ ბათუმში ტემპერატურა 25 გრადუსამდე გათბება.

+23 +25 იქნება ქობულეთსა და ხელვაჩაურშიც. თბილი ამინდებია ქედასა და შუახევში, შედარებით დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდება ხულოში, სადაც ტემპერატურა 15 გრადუსი იქნება. 

ას, 14 მაისს კი, დღის მეორე ნახევრიდან, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და ქარი.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში