მინდელის შახტაში სამუშაოები ნაწილობრივ აღდგა

10 მაისი 2017, 00:00 4020 ნახვა

ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედურ შემთხვევაზე გამოძიება  შსს სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს. ოთხი მეშახტე 300 მეტრის სიღრმეზე იმ დროს ჩავარდა, როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა. ცხედრები პროზექტურაში უკვე გადაასვენეს.  უბედური შემთხვევის ადგილზე მთავრობის წვერები იმყოფებოდნენ, მათი განცხადებით, პასუხისმგებლობა ყველა იმ პირს დაეკისრება, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში