11-12 მარტის აქციის მონაწილეთა სასამართლო

08 მაისი 2017, 00:00 3182 ნახვა

11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული 17 პირის წინა სასამართლო პროცესი იწყება. მათ ბრალი ედებათ  მასობრივ არეულობასა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობაში. მხარეები სასამართლოს მტკიცებულებებს წარუდგენენ, მოსამართლეები კი მათ დასაშვებობაზე იმსჯელებენ.  

ადვოკატები ასევე აპირებენ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართონ. შეგახსენებთ, ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში 20 პირი იმყოფება. ორ მათგანს, მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას აქციის ორგანიზებაში ედებათ ბრალი. მათი სასამართლო პროცესი ივნისშია ჩანიშნული. 17 დაკავებულის საქმეს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში