ბათუმის 9 ე.წ. პრესტიჟული სკოლა რამდენიმე წუთში შეივსო

08 მაისი 2017, 00:00 6666 ნახვა

ბათუმში საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ქალაქის მასშტაბით, სულ 2764 ადგილი იყო სკოლებში, სადაც პირველი კლასელების რეგისტრაციაა შესაძლებელი. - პირველ ეტაპზე დარეგისტრირდა 815 პირველკლასელი. მეორე ეტაპზე  კი 1949 ადგილია შესავსები.

აჭარის განათლების მინისტრის, ინგა შამილიშვილის განცხადებით ბათუმის 9 სკოლა რამდენიმე წუთში შეივსო. "ჩვენ გამოვაცხადეთ მაქსიმალური რაოდენობა მოსწავლეების, რომლის მიღება სკოლებს შეუძლიათ.  თუ სკოლას არ აქვს მეტის საშუალება, ხელოვნურად ვერ გავხსნით დამატებით კლასებს. ე.წ. ქალაქის მთავარ, პრესტიჟულ სკოლაში თითქმის ძირითადი ნაწილი ადგილების შევსებულია.

დარჩენილია სხვა სკოლები, თუმცა იქ აქტიურობა ნაკლებია. მე მესმის, რომ მშობლის სურვილია კონკრეტულ სკოლაში მიიყვანოს ბავშვი, მაგრამ მეორე მხრივ, გვაქვს შეზღუდვები, კლასში იმაზე მეტ რაოდენობას ვერ მივიღებთ, ვიდრე დაშვებულია" - განაცხადა შამილიშვილმა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში