ყველა სკოლაში სწავლის ხარისხი არ არის თანაბარი

08 მაისი 2017, 00:00 3471 ნახვა

საქართევლოში პირველკლასელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. საქართველოს განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით 33 ათასი პირველკლასელი დარეგისტრირდა, რაც საერთო ჯამში სკოლების 80 პროცენტს შეადგენს.

დღეს მინისტრმა, მშობლების დიდი ნაწილის პრეტენზიებსაც უპასუხა, რომლებიც მიიჩნევენ რომ სკოლებში რეგისტრაცია გართულებულია, ზოგ შემთხვევაში კი, ადგილების უქონლობის გამო, სასურველ სკოლაში მოხვედრა შეუძლებელი.

"ჩვენი პრობლემა ისაა, რომ რამდენიმე სკოლაში პრესტიჟულია სწავლა, ასეთი სკოლები არსებობს მინიმუმ 20 თბილისში, ასევე არის ბათუმშიც და სხვა რეგიონებშიც. ამ სკოლებში, 3-4 ჯერ მეტი რეგიტრაციის მსურველთა რაოდენობა, თუმცა ამავდროულად გვაქვს სკოლები, სადაც თავისუფალი ადგილებია, მაგრამ მშობლებს არ უნდათ იქ შვილების მიყვანა. ბუნებრივია, მშობლებმა იციან, რომ სწავლის ხარისხში არის განსხვავება. ეს ვიცით ჩვენც და ეს ნიშნავს, რომ ყველას სკოლაში სწავლა არ არის თანაბარი. ამ პრობლემაზე ჩვენი პასუხია, რომ დროთა განმავლობაში უნდა მოვახერხოთ და ყველგან გავზარდოთ სწავლის ხარისხი" განაცხადა ჯეჯელავამ.  

მინისტრის განცხადებით, ე.წ. პრესტიჟულმა სკოლებმა ლაბორატორიები, ბუფეტები და სხვა კაბინეტები გადააკეთეს საკლასო ოთახებად და მაქსიმუმ ოდენობაზეა სკოლები გათვლილი, თუმცა საკმარისი მაინც არ არის. "საბედნიეროდ პირველკლასელების რაოდენობა იზრდება, ვმრავლდებით და ეს კიდე უფრო ართულებს სიტუაციას. ვფიქრობ, უნდა ავაშენოთ ახალი სკოლები" - განაცხადა მინისტრმა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში