პარიზში პრეზიდენტობის კანდიდატების წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა მოეწყო

02 მაისი 2017, 00:00 2197 ნახვა

პარიზში პრეზიდენტობის კანდიდატების წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა მოეწყო. არჩევნებამდე 5 დღე დარჩა და საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში დღითიდღე  მატულობს  უკმაყოფილო მოქალაქეების რიცხვი. თავდაპირველად მშვიდობიანი  პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა. შეტაკებების შედეგად დაშავდნენ სამართალდამცველები და ჟურნალისტები.  

პოლიტიკოსები თავის მხრივ  ამომრჩეველთა გადასაბირებლად  სხვადასხვა ხერხს მიმართავენ.  ემანუელ მაკრონმა მოწინააღმდეგის მსგავსად დაიმუქრა, რომ საფრანგეთმა შესაძლოა დიდი ბრიტანეთის გზას დაადგეს და ევროკავშირი დატოვოს.  მარინ ლე პენი კი მოსახლეობას მოუწოდებს არ ენდოს  მისი მეტოქის დაპირებებს.  

პროფკავშირებმა, სტუდენტურმა ორგანიზაციებმა და მოქალაქეთა ჯგუფებმა, რომლებიც  რესპუბლიკის მოედანზე სოციალური ქსელის მეშვეობით შეიკრიბნენ, ბასტილიის მოედნამდე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.

ამავე კატეგორიაში